საზოგადოების წარმომადგენლები ივანიშვილთან შეხვედრაზე (ვიდეო)
17:10 / 08.09.2016
ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" საქართველოს ყოფილ
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ჟურნალისტების
გარდა საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ
პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოება
"ზუგდიდელის" წევრები, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები და
სხვ.
მე-3 სკოლის პედაგოგის ქეთი ურეკაძის თქმით, მათ ივანიშვილს სკოლის
სახელით, კოლეგის შვილის დახმარების თხოვნით მიმართეს.
"ბავშვის მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდება.
შუამდგომლობა ვთხოვეთ სოლიდარობის ფონდთან, გვითხრა,
გავითვალისწინებო", - უთხრა
"ათინათს" ქეთი ურეკაძემ.
საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარის მურმან ნაჭყებიას თქმით, ის
შეხვედრაზე მოწვეული იყო, თუმცა, კითხვის დასმის საშუალება არ
მიეცა.
"ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი კაცი, რომელიც
თავისი საკუთრებიდან ქვეყანაში აბანდებს ფულს და ამას აკეთებს
ყოველგვარი პროცენტების გარეშე, მევახშე არ არის, ის არის
საქართველოსთვის თავდადებული კაცი", - განაცხადა
ნაჭყებიამ.
შპს "ფაიფურის" დირექტორის გივი სოსელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი
არის "მაგარი კაცი".
"მისი იმედი გვქონდა და გვაქვს კიდეც. სამეგრელოს გვერდით
ამოდგომა კიდევ ერთხელ უნდა, რომ აქ ყველაფერი კარგად იყოს",
- აღნიშნა სოსელიამ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი დღეს კომბინატის
კულტურის სახლში ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, მხარეებმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს, იტყობინება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხი.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4.4 ათასით შემცირდა და 283.3 ათასს გაუტოლდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები