ფოთის ბაზარში, პირველადი ინფორმაციით, 40-მდე მაღაზია დაიწვა. ამის
შესახებ რადიო
„ათინათს“ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ
განუცხადა.
მისივე ცნობით, სავარაუდოდ, ხანძარი 500 კვ. მ-ზე იყო
გავრცელებული.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა კარგად იმუშავეს. ხანძარი,
დაახლოებით, 6 საათზე გაჩნდა. ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ზუსტი
ინფორმაცია არ გვაქვს. არ არის მსხვერპლი“, - აღნიშნა კაკულიამ.
ქალაქის მერის თქმით, მას შემდეგ, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა
დადგინდება, ადგილობრივი ხელისუფლება მის კომპეტენციაში არსებულ
რესურსებს მოვაჭრეების დასახმარებლად მაქსიმალურად გამოიყენებს.
ფოთის ბაზარში ხანძარი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს.
მათვე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი
მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები