აფხაზეთში განთავსებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული ბაზის
ქვედანაყოფებმა 100 ერთეული ახალი და მოდერნიზებული ტექნიკა,
თანამედროვე
ტანკები - Т-72Б3 და ჯავშანტრანსპორტიორები - БТР-82А
მიიღეს. გარდა ამისა, რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი
სისტემები და სადაზვერვო კომპლექსები.
აფხაზური მედიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ამ დროისთვის
წვრთნებს მთებსა და ზღვის სანაპიროზე გადიან. საერთო ჯამში, სამხედრო
მომზადების ინტენსიურობა 10%-ით გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები