გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარტს გვიან საღამოს ცეცხლსასროლი
იარაღით შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი შეიჭრა ჩოჩიების
საცხოვრებელ
სახლში და იარაღის მუქარით 200 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცა. ოჯახის
ერთ-ერთი წევრი, სადაც ფული ინახებოდა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების
მენეჯერია. როგორც ჩოჩიოები აცხადებენ, ფულის ბანკში შენახვა ვერ
მოასწრეს.
მომხდარ ყაჩაღობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინტრო იძიებს.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც
ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე
დამნაშავეების დასაკავებლად ინტერნსიური საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები