ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის"
ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის
ცენტრალურ ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამრღვევი პირი
გამოავლინეს.
გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის I ნაწილის
შესაბამისად 80 ლარით დაჯარიმდა, რაც 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს
დანაგვიანებას გულისხმობს.
"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და
იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა
სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული
ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ
ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა
სამართალდამრღვევი პირის მიმართ გატარდება
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები