აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული
რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზა”
მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს. რკინიგზის ადმინისტრაციის
ცნობით, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს დამატებითი რეისი
თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით ინიშნება. კერძოდ, აღნიშნული
დღეების განმავლობაში 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის
ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა,
სენაკიდან კი (#877) 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები