რუსეთი - აფხაზეთის საზღვართან ამერიკული შაშხანის M-16 - ის ვაზნები ამოიღეს
რუსმა მესაზღვრეებმა დე ფაქტო აფხაზეთთან საზღვარზე აფხაზურნომრიანი
Porsche Cayenne - ის მარკის მანქანის
შემოწმებისას, 5,56 კალიბრის 30 ვაზნა აღმოაჩინეს, წერს ინტერნეტ -
გამოცემა "აიაირა".
ამავე ცნობით, საბრძოლო მასალა გათვლილია შეიარაღებისთვის, რომელიც
აშშ-ის და ნატოს ყველა ძალოვან სტრუქტურაში გამოიყენება.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი,
სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ჩხრეკისას ამოღებული მასალები,
შემდგომი პროეცესუალური გადაწყვეტილებებისთვის, სოჭის პოლიციას
გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები