რუსეთის შს სამინისტრომ ინტერნეტ-თაღლითობაში ბრალდებული ერთი
პირი დააკავა. ამ დროისათვის კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ,
რომელთა შორის,
შესაძლოა აფხაზეთის მცხოვრებლებიც იყვნენ, წერ „აფსნი ლაიფი“.
მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, ასობით რუსეთის მოქალაქემ ყალბი
ვებგვერდის საშუალებით, „საგზურები“, შეიძინა. თაღლითები ტურისტებს
ბიჭვინთასა და ფსოუში შედარებით იაფ დასვენებას სთავაზობდნენ, თუმცა
როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფხაზეთში მოქმედ სასტუმროებში ამის
შესახებ არაფერი იცოდნენ. ორგანიზაციები, რომლებიც საგზურებს
ყიდდნენ, რუსეთშია დარეგისტრირებული
დაზარალებულებმა სოციალურ ქსელებში შექმნეს ჯგუფი და ვებ change.org
პეტიცია გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნული პრობლემის განხილვას და
მოგვარებას ითხოვდნენ, მას 481 ადამიანი აწერდა ხელს. მოტყუებული
რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთის ტურიზმის კავშირმა ათამდე
პანსიონატში, სასტუმროსა და გესტ-ჰაუსში გადაანაწილა.
მასალის გამოყენების პირობები