ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენი ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი (ვიდეო)
14:51 / 17.01.2019
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, ფოთი იჩაგრება და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია,
დაითვალოს, რამდენი იხარჯება ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქთან შედარებით. ეს განცხადება მან დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დეცენტრალიზაციის პროექტზე საუბრისას გააკეთა.
„როგორ ავუხსნა თანაქალაქელებს, რომ ის, რაც ფოთშია, საერთო დოვლათია კი ბატონო, მაგრამ აბა, დავითვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქში რამდენი იხარჯება, და ფოთში რამდენი? კანონს ვინც წერს, ტრანსფერზე, დღგ-ზე - ეს მოცემულებაც უნდა დავუდოთ და პრობლემიდან გამოსავლის გასაღებიც ესაა. არ მინდა, ემოციებში გადავიდე, მაგრამ ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი. მადლობელი ვართ რეგიონული განვითარების ფონდის, მაგრამ უბრალოდ, ფინანსთა სამინისტრო ყველაზე ბოლოს უნდა ჩაერთოს ამ საკითხებში. ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მივიღებთ სტრატეგიას, მაგრამ ფოთში თანხები ისევ არ იქნება. მაშინ, ალბათ, არც ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ველოდებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც მოითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს?“- აღნიშნა კაკულიამ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალაქს, რომელსაც პორტი და კოლხეთის ეროვნული პარკი აქვს, სპეციფიური საჭიროებები გააჩნია.
„უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. არავითარი ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები“, - თქვა ფარეშიშვილმა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ორგანიზაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
9 მაისს, სოხუმში სროლის შედეგად მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები