მუნიციპალიტეტების 2019 წლის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, მიუხედავად გარკვეული ზრდის ტენდენციისა, კვლავ დაბალი რჩება და 28%-ს შეადგენს. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების - 31%.
შესაბამისი კვლევა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ არის მომზადებული.
შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს. 100%-იან შეფასების შკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს, რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგის მქონე რუსთავის მუნიციპალიტეტს. ბათუმთან ერთად, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები.
ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მაჩვენებლით პირველ ათეულში მოხვდნენ.
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების სტატისტიკა კვლევის თანახმად, ასე გამოიყურება:
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 55%
2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 49%
3.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 47%
4.სენაკის მუნიციპალიტეტი 39%
5.ხობის მუნიციპალიტეტი 26%
6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 24%
7.მესტიის მუნიციპალიტეტი 24%
8.მარტვილის მუნიციპალიტეტი 21%
9.აბაშის მუნიციპალიტეტი 19%
მასალის გამოყენების პირობები