ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ „ჩხოროწყუობა 2019“-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ დღისთვის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.
ჩხოროწყუებაზე ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინება, 12-მდე მეგრული ეთნოპავილიონი და ბავშვთა სივრცე მოეწყობა. ამასთან, ამ დღეს ექვს საპატიო მოქალაქესაც დააჯილდოებენ. ღონისძიებები სამნაწილიანი გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, საბავშვო–საესტრადო ცოცხალი ბენდები და ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩხოროწყუობა მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აღინიშნება. შარშან. ნოემბერში გამართულ ღონისძიებაზე საპატიო ჩხოროწყუელი შს ყოფილი მინისტრი,
გიორგი გახარია გახდა.
მასალის გამოყენების პირობები