მშობელი: დარჩელის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე გაშლილ საბნებზე სძინავთ (ვიდეო)
23:08 / 25.09.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დარჩელის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი ჩანს.
რამდენიმეწამიან ვიდეოში ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.
„ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, სხვა გზა არაა, ვერსად წაიყვანენ მშობლები ბავშვებს. საბნები მოგვატანინეს და გვითხრეს, რომ მალეე გამოსწორდებოდა, მაგრამ უკვე აღარ მჯერა.სხვა მხრივ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ბაღთან, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ ამ ამბავს“, - ამბობს ხარამაშვილი.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია კატეგორიულად გამორიცხავს, რომ დარჩელის ბაღში ბავშვებს იატაკზე სძინავთ.
„ვიდეო არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც შეცდომაა. ჩვენ ამ ბაღში საწოლები არ გვაქვს და ისეთი ასაკის ბავშვებია, არ ვაძინებთ საერთოდ. ახალი ბაღის მშენებლობა ოქტომბრიდანაა დაგეგმილი, სადაც 180-ვე ბავშვს გადავიყვანთ. გამორიცხულია, რომ ბავშვები იატაკზე იწვნენ“, - აღნიშნა თოლორაიამ.
რადიო „ათინათი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და უშუალოდ დარჩელის ბაღის თანამშრომლების პოზიციასა და მეტ დეტალს შემდეგ მასლებში შემოგთავაზებთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები