ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა.
აღნიშნულმა კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
თავად ზაზა ფარცვანია ამბობს, რომ საკუთარი აზრის ამგვარად გამოხატვაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ახლა მაინც შვებულებაში ვარ. არც მახსოვს, რა დავწერე. რაც შეეხება ამ ფაქტს, პროვოკაციის სუნი უდის, თუმცა, თუ ნამდვილად მოხდა მსგავსი რამ, არც მასზე გამიჭირდება აზრის დაფიქსირება“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ფარცვანიამ.
ზაზა ფარცვანიამ
გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მიიღო.
თბილისის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე
თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს. თავად ჯიშკარიანი კი ბრალდებას უარჰყოფს.
მასალის გამოყენების პირობები