მესტიის მუნიციპალიტეტი და შტატ ვაშინგტონის ერთ-ერთი ქალაქი ნორთ ბენდი დამეგობრდნენ. ქალაქებს შორის დამეგობრების იდეა აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის
ბანკს ეკუთვნის. მხარეებს შორის სამუშაო ვიზიტი, როგორც ნორთ-ბენდში, ასევე მესტიაში შედგა. ურთიერთანამშრომლობის მიზანი ტურიზმის სფეროს განვითარებაა.
მესტიის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებას შემდეგ საკითხებში გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ურბანული არეალების ზონირება, შენობა ნაგებობათა იერსახის შენარჩუნება, დაბა მესტიაში მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების სისტემა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
ამერიკელი ექსპერტები სვანეთში 4 ოქტომბერს იმყოფებოდნენ, ხოლო მესტიის მერიის წარმომადგენლები აშშ-დან 20 ოქტომბერს დაბრუნდნენ.
მასალის გამოყენების პირობები