ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის რეგიონული გახსნის ღონისძიება გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამას პარტნიორი ორგანიზაცია
"ათინათი" განახორციელებს.

პრეზენტაციას USAID-ის სამოქალაქი განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პარტნიორი სკოლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს:
- მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში;
- კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის;
- მოსწავლეთა მხარდაჭერას სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებისთვის.
პროგრამაში სამეგრელო-ზემო სვანეთის 74 საჯარო სკოლაა ჩართული.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International საქართველოს მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოს მასშტაბით 650 სკოლაში ხორციელდება.

პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები