უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი ახალგაზრდების „კულტურული კოდის“ შეცვლას ცდილობენ, ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივების მხარდასაჭერად. გამოვლინდა 11 გამარჯვებული სკოლა, რომლებმაც მიიღო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება.
დილის გადაცემის სტუმრები არიან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორის ასისტენტი სამეგრელო ზემო- სვანეთის მხარეში თამუნა გამსახურდია და სსიპ კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მანანა ჩიქოვანი, რომლებმაც ისაუბრეს ჯგალის საჯარო სკოლის თვითმართველობის და სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე
ასოციაცია „ათინათმა“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა ,,პოსტერების კონკურსი’’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა ახალი კანონი "წყლის რესურსების მართვის შესახებ", რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი „უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების გარკვეული ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა.
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ტექნოლოგიის და ინოვაციის სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იღებენ მონაწილეობას.
ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ადამიანებისგან მიტოვებული ცხოველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.