ახალი ამბები
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში - ირაკლი ჩიქოვანი
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" გუნდს.

"დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომა სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება.

ირაკლი ჩიქოვანი  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად პირველ თებერვალს დაასახელა.



Print