ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
ამ თანამდებობაზე ჩიქოვანი ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩაანაცვლებს, რისთვისაც მას საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება.
ჩიქოვანის კანდიდატურაზე
პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ყრილობაზე ისაუბრა. ამავე ყრილობაზე კობახიძე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ირაკლი ჩიქოვანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თითქმის, ოთხი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში ზუგდიდს წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები