ახალი ამბები
ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - სამინისტრო
ხვალიდან, 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ამავე ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, მოქალაქეები აცრის გაკეთებას შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ცნობისთვის, საწყის ეტაპზე აცრა სხვადასხვა კატეგორიის რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.

ამავე თემაზე:

სად ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება
Print