საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობას, 4 ნოემბრიდან კი ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის, ექვსი თვის ასაკიდან.
ოდიშარია ასევე გვეუბნება, რომ რესპირატორულმა ინფექციების მატება შეინიშნება, განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, გრიპის შემთხვევები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა. მისივე განმარტებით, სეზონური ვირუსების გავრცელების კუთხით, ახლა სტაბილური მდგომარეობაა.
მასალის გამოყენების პირობები