ახალი ამბები
აქციაზე საბავშვო ქუდის ტარების გამო, პოლიციამ მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდში, აქციაზე ზვიგენის ფორმის საბავშვო ქუდის ტარებისთვის პოლიციამ პარტია „დროას“ წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა.

ახალი რეგულაციებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა 2000 ლარის ნაცვლად, 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, პროევროპულ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის, ასევე, ლაზერის ქონის გამო, სიჭინავა 2000 ლარით არაერთხელ დააჯარიმეს. ამასთან, ის ორჯერ დააკავეს. მას გამოძიება, ორივე შემთხვევაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. სასამართლომ მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 5000-5000 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 3 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ახალ საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, მანიფესტაციისას სახის დაფარვა ან ლაზერული საშუალების ფლობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.


ამავე თემაზე:

აქციაზე ლაზერის გამოყენებისთვის, ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კვლავ 2000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ ბალაკლავას ტარებისთვის მარიამ სიჭინავა კიდევ ერთხელ დააჯარიმა

მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა (ფოტო)

მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი

ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
Print