ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ ბალაკლავას ტარებისთვის მარიამ სიჭინავა კიდევ ერთხელ დააჯარიმა
დღეს, 27 იანვარს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ე.წ სახის დამფარავი საშუალების აქციაზე ტარებისთვის პარტია "დროას" ადგილობრივი წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააჯარიმა. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000 ლარი დაეკისრა.

ბრალდების მხარე სიჭინავას, 23 იანვარს, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შარფის გამოყენებით სახის დაფარვას ედავებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ანუ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

პროტესტის ნიშნად, აქტივისტი სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა და ამ ფორმით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა დაუმორჩილებლობა კანონს, რომელიც მანიფესტაციისას ნიღბის გამოყენებას კრძალავს.

სასამართლოს შენობის მიმდებარედ, შალვა ესართიამ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონი სახის დაფარვით გააპროტესტა.

ამასთან, ზუგდიდში მიმდინარეო უწყვეტ აქციებზე "დროას" აქტივისტი ორჯერ დააკავეს. მას გამოძიება, ორივე შემთხვევაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 5000-5000 ლარი დააკისრა.

გარდა ამისა, ზუგდიდში პროევროპულ აქციებზე ე.წ ბალაკლავას ტარებისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმებულია აქტივისტები კერენ ესებუა და ცაბუნია ვართაგავა. 16 იანვარს, ესებუა ფეიერვერკის გასროლის გამო დააკავეს და 18 იანვარს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლეს.


ამავე თემაზე:

მარიამ სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა (ფოტო)

სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა

ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდში აქციაზე მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2025
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
19 / აპრილი 2025
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
19 / აპრილი 2025
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.