საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13:20 / 14.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოჯამრტელდა 1 პაციენტი. სულ ამ დროისთვის კოვიდ19-სგან 703 ადამიანი განიკურნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია და საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს. მისივე განმარტებით, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონაში გამოვლინდა, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს უკავშირდება.
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 14 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები