დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
ზუგდიდის საკრებულოში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის წესრიგით განსაზღვრული ათი საკითხიდან, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი ცხრას დაუჭირა, ხოლო ხმაური მოჰყვა მეათე საკითხის, 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის, 5 368 300 ლარის, 2025 წლის ბიუჯეტში ასახვის განხილვას. კვორუმის არარსებობის გამო, საკითხი ჩავარდა. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 5, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა 23-ს შეადგენს.
2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ახალის 10 წევრი პარტიას ტოვებს. წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მათ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მიმართეს.
დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "აგენტების" კანონის პარლამენტში მიღება და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გააპროტესტეს, რასაც ოპოზიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება, კერძოდ კი მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ამ
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დაცულია ერთი უბრალო ტრადიცია, რომელიც ,,ხოზოკონის“ სახელითაა ცნობილი. ხარშავდნენ ყველიან კვერებს და ერთ კვერში, რომელსაც ,,ხოზოკონი“ ერქვა, ჩაატანდნენ კაკლის ჩხირს და ვისაც ეს კვერი ერგებოდა მისთვის იქნებოდა ის წელი განსაკუთრებულად კარგი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია, ვინ მონაწილეობდა და რას მოიცავდა შეშის კვერიანი რიტუალი, რა დანიშნულება ქონდა და რა წესები იყო მკაცრად დაცული.
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა გაბრიელ ბეჭვაიამ და გიორგი ნაყოფიამ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჭადრაკი ზუგდიდში“ ავრცელებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის თებერვალში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 44 499 პირს მიაღწია. ეს რიცხვი იანვრის მონაცემებს 109-ით, 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს 450-ით, ნოემბრის სტატისტიკას კი 717-ით აღემატება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.