ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებენ
15:29 / 21.06.2016
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ
სანქციების კიდევ ნახევარი წლით
გაგრძელებაზე ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში
სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.
დიპლომატების ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მიიღეს, საჭიროებს ევროკავშირის ლიდერებისაგან დადასტურებას. სამიტი კი მომავალ კვირას არის ჩანიშნული.
ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურება.
რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორების საწინააღმდეგო სანქციები 2014 წლის ზაფხულში დააწესეს, რის შემდეგაც მათ ნახევარ წელიწადში ერთხელ ახანგრძლივებენ ხოლმე.

მასალის გამოყენების პირობები