9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. 75 წლის წინ, ამ დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა დეკლარაცია წარადგინა, რომელიც ითვლება ევროპული ინტეგრაციის პროცესის დასაწყისად და ევროკავშირის შექმნის საფუძვლად.
სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
120 დღეზე მეტია, რაც ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ისევე, როგორ წინა თვეებში, მოქალაქეები დღესაც, 19 საათიდან შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
რა უშლის ხელს ფუნდამენტური დემოკრატიული მიმართულებების ფუნქციონირებას, ევროინტეგრაციის საბოტაჟის პირობებში, როგორია დისტანცია ამომრჩევლებსა და პოლიტიკური პარტიების შორის, როგორ ხედავენ მოქალაქეები თავიანთ თავს პოლიტიკური დღის წესრიგში, რა ამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს და როგორია მისი გადალახვის გზები, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება, - ამ საკითხებზე საუბრობს ჩვენი გადაცემის სტუმარი - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ პოლიტიკის მკვლევარი - შოთა კაკაბაძე.
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
ცვლილებები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ბრიუსელის სამიტი - გარდამტეხი ეტაპი ევროკავშირის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, როგორ გაგრძელდება უკრაინის მხარდაჭერა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რა რისკების წინაშე დგას საქართველო რეგიონული, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რა პირობებით შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, - ამ თემებზე საუბრობს მარტენსის ცენტრის მკვლევარი, სტრასბურგში მიწვეული ლექტორი, - თეონა ლავრელაშვილი.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი. მოლაპარაკებების ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 106 პირი იყო. აქედან 88 - მდედრობითი, 18 - მამრობითი სქესისაა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.