პოლიტიკა
ანგელა მერკელი ევროკავშირის მოსახლეობას მიმართავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილების გამო წუხს.
ამასთან, იგი საზოგადოებას რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

მერკელმა აღნიშნა, რომ გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ.

კანცლერის თქმით, გერმანიას ევროკავშირის წარმატებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

მან ასევე, ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

BBC-ის ინფორმაციით, 27 ივნისს ბერლინში გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის შეხვდება.
Print