თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს
10:16 / 01.08.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა
ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

მასალის გამოყენების პირობები