საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობას განიხილავენ მოსკოვში. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "საპრეზიდენტო" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, წერს "აფსადგილ ინფო".
სირიის არაბთა რესპუბლიკაში "აფხაზეთის ელჩმა" მუჰამად ალიმ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ ალ-მიქდადს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი.
ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა" აცხადებს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2019 წლიდან დღემდე, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 45%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრიდან კიდევ 10%-ით მოიმატებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.