შს მინისტრი გიორგი გახარია იქნება
11:18 / 13.11.2017
ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა
მინისტრად ინიშნება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო
ბრიფინგზე
განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე–პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული თვისებების გამო არის ამ პოსტზე შერჩეული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება გიორგი მღებრიშვილს, იგი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.

მასალის გამოყენების პირობები