მსოფლიო
ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადდა
ჰილარი კლინტონი გახდა პირველი ქალი, რომელიც ოფიციალურად დასახელდა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად.
ფილადელფიაში გამართულ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელსაც 4700 - ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მან ხმათა უმრავლესობა მიიღო. 

ამრიგად, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და ექს-სახელმწიფო მდივანი თეთრი სახლის ხელმძღვანელის სავარძლისთვის თავის მთავარ მეტოქეს - მილიარდელ დონალდ ტრამპს შეებრძოლება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

Print