სოხუმში აცხადებენ, რომ 18:00 საათისთვის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობამ 63% შეადგინა და კენჭისყრაში მონაწილეობა თითქმის 90 ათასმა ადამიანმა მიიღო, შესაბამისად, „არჩევნები“ ჩატარდა.
ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, აფხაზეთის ვადამდელ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა (79019 ადამიანი), - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამდენად, არჩევნები შედგა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ საქარიაში (თურქეთი) საარჩევნო უბნის დახურვის და საუბნო საარჩევნო კომისიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, წერს „აფსნიპრესი“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ- ერთმა კანდიდატმა ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“, როცა ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“.
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამავე ცნობით, 5 თებერვლის მონაცემებით, საარჩევნო სიაში 135 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს 70 - მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება. ამის შესახებ ე.წ. ცესკო - ს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა „აფსნიპრესს“ განუცხადა.
აფხაზური ოპოზიციის „საპრეზიდენტო“ კანდიდატის, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორზე თავდასხმის გამო, გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური ხაგუშის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA ავრცელებდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 16 იანვარს, კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი “პრეზიდენტობის” მეხუთე კანდიდატად დაარეგისტრირა.
"პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა შვებულებაში გავიდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.