უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე, სამეჯლისო დარბაზი მასპინძლობს გამოფენას ,,ზუგდიდის მუზეუმის საუკუნოვანი ისტორია“ , სადაც წარმოდგენილია ასწლოვანი ისტორიის ამსახველი მასალები, ფოტოები და ესკიზები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მძივები და ხელადები.
აქ დაგხვდებათ ბროლ-ფაიფურის ჭურჭელი, ნახავთ სახვითი ხელოვნების ფონდიდან ფერწერულ ტილოებს, რომლებიც თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული, ასევე ნახავთ მუზეუმში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ფოტოებს, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს მუზეუმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
გამოფენის შესახებ საუბრობს - მაიკო ქირია ექსკურსიამძღოლი (სტაჟიორი)
მასალის გამოყენების პირობები