რეექსპოზიციის ფარგლებში დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის მუდმივ გამოფენას შეემატა ახალი ექსპონატები, მათ შორის საძინებელი-სამეგრელოს მთავრების ოჯახიდან, ეკატერინე ჭავჭავაძისა და სალომე დადიანის პირადი ჰიგიენის ნივთები, სასწორი და ჩემოდნები. ამასთან, გამოფენილია ვიქტორიანული ეპოქის მხატვრის თომას ბლინქსის (1837-1901) გრავიურები.
მემორიალური გამოფენის შესახებ საუბრობს - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საფონდო კოლექციებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა ქობალია.
მასალის გამოყენების პირობები