დადიანების სასახლეთა საგანძური
შინ დაბრუნებული დედოფალი
დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ უნიკალური საგანძურის შესახებ ,რომელიც ზუგდიდის მუზეუმს პრინც ვიქტორ დადიანმა დაუბრუნა.

პრინცი ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრალიაში - სიდნეიში. ზუგდიდში ის თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად 2010 წელს იყო ფრიად საპატიო მისიით, საჩუქრად ჩამოიტანა, სამეგრელოს დედოფლის, ნინო ბაგრატიონ-დადიანის პორტრეტი. ფერწერული ტილო , რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაკარგულად ითვლებოდა.

გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
1059fm · შინ დაბრუნებული დედოფალი
რადიო ,,ათინათის'' და ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა ,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.

Print