დღეს, ზუგდიდში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი სიგუა ესწრებოდნენ. გიორგი სიგუას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში ხუთი საინფორმაციო ტურისტული ცენტრი გაიხსნება,რომელშიც ორ-ორი ადამიანი დასაქმდება.
გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ სამეგრელო მდიდარია ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილებით , მისივე განმარტებით ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იქნება ის საკვანძო ადგილები , რომელებიც მათ გზის გაკვალვასა და ტურისტული მარშრუტების გადანაწილებაში დაეხმარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით ქალაქში სპეციალური მანიშნებლები დაიდგმება, რაც მათ საინფორმაციო ცენტრის პოვნას გაუადვილებს.
ცნობისთვის: ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გუშინ მარტვილსა და ჩხოროწყუში გაიხსნა .
მასალის გამოყენების პირობები