გადაუღებელი წვიმების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში ადიდდა მდინარეები, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და ელექტრო გადამცემი ბოძები. ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა ძველ ხიბულასა და ახალ ხიბულას შორის დამაკავშირებელ ხიდს მარჯვენა სანაპირო ბურჯი გამოაცალა და რკინის კონსტრუქციის ნაგებობა მიწაში ჩაიტანა. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა სოფელ ქარიატასა და ხორგის მოსახლეობასაც, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ინციდენტების ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უამინდობის გამო მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მნიშვნელოვანი ზარალის არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
ფოტორეპორტაჟი რადიო „ათინათს“ ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები