ზუგდიდიში გამწვანების აქცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
11:48 / 22.04.2015
ასოციაცია ,,ათინათის“ პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი განათლების კლუბებმა გამწვანების აქცია მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებშიც ბოტანიკურ ბაღთან მდებარე ახალი პარკი და ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორია კიპარისის (CUPRESSUS) 60-მდე ნერგით გამწვანდა. გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ეკოკლუბის წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლიდან, ქალაქ ზუგდიდის ვიცე მერი ბატონი გია გულორდავა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.
პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNCIEF), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინასური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები