ბიომრავალფეროვნების დღე დევნილთა ჩასახლებებში (ვიდეო)
00:00 / 25.05.2016
ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და ფოთის დევნილთა ჩასახლებებში
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
სემინარები და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.
ღონისძიებები პროექტის "ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ
პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის" ფარგლებში
გაიმართა.
შეხვედრები, ამავე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ, ორგანიზაციებში:
სხივი 2015", "ინტერ ჯგუფი" და "ერთსულოვნება" შედგა. დასახელებული
ორგანიზაციების მთავარი მიზანია დევნილთა საცხოვრებელი გარემოს
გაუმჯობესება და მათი ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში. პროექტს ,
მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია
"ათინათი" ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები