კანთის სკოლა მაღაზიაში - გაკვეთილები 7 მოსწავლისთვის
12:08 / 07.02.2019
ამ შენობაში ადრე სოფლის მაღაზია იყო, ახალი კი სკოლაა. 7 წლის წინ, როცა კანთის უბნის ერთადერთი სკოლა დაიწვა, ადგილობრივებმა და მასწავლებლებმა ხანძარს გადარჩენილი
ნივთები იქვე კერძო მაღაზიაში შეიტანეს და საკლასო ოთახები მოაწყეს. მაშინ სკოლას 60 მოსწავლე ჰყავდა, მაღაზიის შენობაში სწავლა 45-მა განაგრძო, ახლა კი მხოლოდ 7 შემორჩა.
მაშინ სკოლას 60 მოსწავლე ჰყავდა, მაღაზიის შენობაში სწავლა 45-მა განაგრძო, ახლა კი მხოლოდ 7 შემორჩა. კანთის საბაზო სკოლის არცერთ მასწავლებელს სასწავლებელი არ მიუტოვებია. ნატო ჩალიგავა ერთ-ერთია. ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა საკუთარი სახსრებითა და ძალებით უწევთ. სივიწროვისა და ბავშვების რაოდენობის გამო კი სკოლაში ე.წ. კლასკომპლექტებია. ერთ კლასში პირველი და მესამე კლასის ოთხი მოსწავლეა, მეორეში კი სამი მეხუთე და მეექსვეკლასელი სწავლობს. აქ ყველა გაზაფხულის დადგომას ელოდება, რადგან გაიგეს, რომ კანთში ახალი სკოლის მშენებლობისთვის მალე ტენდერი გამოცხადდება. კანთელებს იმედი აქვთ, რომ სოფლის პატარა უბნის პატარა მცხოვრებლები მალე სხვა თანატოლების მსგავს პირობებში ისწავლიან.
მასალის გამოყენების პირობები