ზუგდიდის ბაზარი მრავალფეროვანი და ხალხმრავალია, თუმცა მოვაჭრეები მყიდველის ნაკლებობას მაინც უჩივიან. აქ ინდაურის შეძენა 50 ლარადაც არის შესაძლებელი,
უფრო მოზრდილი კი 100 ლარი ღირს. ინდაურის მსგავსად, გოჭის ყიდვა 50 ლარად შეგიძლიათ, ბურვაკის ფასი კი 110 ლარია. ჭყიტი ყველი 17 ლარი ღირს, სულგუნი - 21-22 ლარი. 1 კგ ხურმის ჩირის ღირებულება 5 ლარია, ხოლო ტყლაპის - 25. ჩურჩხელის ფასი 1 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე ადის. კვახის ღირებულება 10-დან 50 ლარამდე მერყეობს, მანდარინი კი 1-2 ლარი ღირს. საახალწლო სათამაშოები ფასის 1 ლარიდან იწყება და 50 ლარს აღწევს, ჩიჩილაკი 2-დან 100 ლარამდე ღირს. ინდაური - 55-100 ლარი
მასალის გამოყენების პირობები