დღეს, 17 აპრილს, GLC-ის ზუგდიდის განყოფილების სკოლის მოსწავლეებმა ზუგდიდი მოლის სივრცეში საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყვეს. მათ სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული გასაყიდად გამოიტანეს.

მოსწავლეები ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში შეგროვებული თანხა ხანდაზმულთა სახლსა და სოციალურ დაუცველ პირებს მოხმარდება.

პროექტის მონაწილეების თქმით, აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების ტრადიციად ჩამოყალიბება და მოქალაქეების აქტიური ჩართულობა საქველმოქმედო საქმიანობაში.

თავის მხრივ, მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესის დროს ახალგაზრდების ურთიერთთანამშრომლობასა და გუნდურობას, რაც, მათი განმარტებით, ხელს უწყობს საერთო მიზნის ეფექტურად მიღწევას.
მასალის გამოყენების პირობები