ზუგდიდში პირველი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი "N1" გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
13:46 / 25.06.2024
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
კულტურის, ტრადიციების, ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანების და ჯგუფების გამოვლენა, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
7 და 8 ივნისს, ფესტივალში მონაწილეობდნენ 40-მდე ქართული და ყაზახური ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიების მესამე დღეს ვოკალური კონკურსი გაიმართა, რომელიც პროფესიონალმა ჟიურიმ შეაფასა. მას მანანა მორჩილაძე თავმჯდომარეობდა, წევრები კი იყვნენ: ლაშა მძინარაშვილი, ნურბოლატ სეიტმურატოვი, მანუჩარ სამუშია, მარია ლიკლიკაძე, სოფია ქირია, თამუნა მიქავა.
საბოლოოდ, გალა - კონცერტით დაიხურა პირველი საფესტივალო წელი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ტურისტული კომპანია GO 2 GEOღGIA, ნანა ჩიქავა, სოფო შანავა და გიორგი ბენდელიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
ისინი ამბობენ, რომ ისინი უკვე ემზადებიან მომავალი წლის კიდევ უფრო მასშტაბური კონკურსისთვის და მათი თქმით, მოლაპარაკებები მსოფლიოს 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს. ფესტივალის პარტიონები რადიო "ათინათი", სტუდიო "ორკოლი", მაღაზიათა ქსელი "მინისო" და სასტუმრო "ანაკლია" არიან.
მასალის გამოყენების პირობები