"შატო ჭკადუაში" გაიხსნა მატილდა მიურატის სახელოსნო სადაც “პაპიე-მაშეს” საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაკვეთილები და მასტერკალები გაიმართება პრინცესა მატილდა მიურატთან ერთად. Papier-mâché ფრანგულად „დაკუჭულ ქაღალდს“ ნიშნავს. ეს ხელსაქმე გულისხმობს ქაღალდით ძერწვის ხელოვნებას. ის საფრანგეთში თოჯინების წარმოების ერთ-ერთი უძველესი პოპულარული სახეობაა. რა არის სასწავლო კურსის მიზანი და როგორ იქმნება ხელნაკეთი ნივთები რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში მატილდა მიურატი საუბრობს.
კავკასიის თემა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა XIX საუკუნის ევროპელი მხატვარების შემოქმედებაში. ისინი ძირითადად ქმნიდნენ კავკასიაში სამხედრო დასახლებების, ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს და კავკასიის უმშვენიერეს ბუნებას.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
სოხუმში რუსი რესტავრატორების პირველი ჯგუფი ჩავიდა. დელეგაციას რუსეთის მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს, წერს სააგენტო „აფსნიპრესი“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში.
მიუხედავად იმისა, რომ სთრით-არტი, ჩვენს რეგიონსა თუ ქალაქებში შედარებით ახალი მოვლენაა, ამ ბოლო დროს რომელიმე კედელზე, ქუჩაში, ხიდზე ან სხვა ობიექტზე გაჩენილი გრაფიტი, მურალი თუ სტენსილი უკვე არ იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას და არ აღიქმება ვანდალიზმად.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.