რეგიონი
ზუგდიდში საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს
ზუგდიდის მერიამ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინა.

„საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შესრულდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ღირსეულად შეაბიჯებს ევროპულ ოჯახში. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!“- აცხადებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია.

ევროკომისიამ, 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, დადებით შეფასებებს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

Print