რეგიონი
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში რეგიონალური ჩემპიონატი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში „ნონა“ 16, 12 და 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა. მასში 60-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა საქართველოს 8 და 12 წლამდე ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი მოჭადრაკეები და ჩემპიონატის პრიზიორები. პატარა მოჭადრაკეები სამეგრელო -ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციამ დააჯილდოვა.

Print