ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ანდრია ჯახაიამ, ცოტნე ნანავამ და ნიკოლოზ შამათავამ ჭაბუკთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჭადრაკი ზუგდიდში“ ავრცელებს.
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა გაბრიელ ბეჭვაიამ და გიორგი ნაყოფიამ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჭადრაკი ზუგდიდში“ ავრცელებს.
ზუგდიდელი სპორტსმენი სალომე ქაქუთია სპორტული კარატეს ისტორიაში პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.რატომ აირჩია სპორტის ეს სახეობა, როგორ ემზადებოდა ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში სალომე ქაქუთია და პირადი მწვრთნელი ცეზარი ჯანჯღავა საუბრობენ.
ქართველმა მოკრივეებმა ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში ევროპის მოსწავლეთა ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს და შეჯიბრება 1 ოქროს, ორი ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, მათგან სამი გამარჯვებული მოკრივე სამეგრელო ზემოს-სვანეთის წარმომდგენელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები უეფას ოფიციალური პორტალის საშუალებით გაიყიდება.
2024 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.