რეგიონი
ევროპის დღეები და PR აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდში საინფორმაციო PR აქცია გაიმართა.

"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" მოხალისეებმა ქუჩებში მოქალაქეებს ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ ბროშურები დაურიგეს.

ამასთან, ისინი მოქალაქეებს იმ მითებისა და რეალობების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ირგვლივ არსებობს.

ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი", ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.


 

Print