ასოციაცია "თანხმობა" ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა (ვიდეო)
12:06 / 07.09.2016
ზუგდიდში, რესტორან "მენძელის" საკონფერენციო დარბაზში,
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია„თანხმობა“ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორისა და
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის
მიზანი იყო, თითოეული პარტიის საარჩევნო პროგრამაში შევიდეს ის
საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია დევნილებისთვის. ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარდგენის
შემდეგ გამართეს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს
კონფლიქტით დაზარალებულ პირთა მდგომარეობისა და მომავლის
გასაუმჯობესებლად.
დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარის, იულია ხარაშვილის
თქმით, საჯარო შეხვედრები მოსახლეობასა და დევნილებთან აუცილებელია,
რადგან საარჩევნო პროგრამებში მათი საჭიროებები გათვალისწინებული
იყოს.
„პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამები საკმაოდ ზოგადია,
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს დევნილი ქალის
გულისტკივილი. ვცდილობთ, ავუხსნათ ადამიანებს, რომ პარტია კარგია,
მაგრამ საქართველო ერთია, ხოლო ქვეყნის მომავლისთვის ძალების
გაერთიანებაა საჭირო“, - განაცხადა ხარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები