''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ზუგდიდში გაზის მიწოდება მოქალაქეებს სრულად დღის ბოლომდე აღუდგება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ჩართულია ავარიულად 
გამორთული აბონენტების  
50%-ს და პარალელურად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 
''სოკარი'' მოსახლეობას მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული ბუნებრივი აირის  ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
3 იანვარს ვარიული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩისა და სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.  კერძოდ, ამის მიზეზი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა გახდა.			
მასალის გამოყენების პირობები